საოფისე სივრცეებისთვის შექმნილი “დროფერი” კაფსულების ვენდინგ მანქანაა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
დროფერის მართვა სმარტფონის საშუალებით არის შესაძლებელი – QR ტექნოლოგიის გამოყენებით მომხმარებელს
მარტივად შეუძლია შეიძინოს სასურველი კაფსულა და რამდენიმე წამში მოიმზადოს არომატული ყავა.
მეამას ინჟინრებისა და დიზაინერების მიერ შექმნილი დროფერი საერთაშორისო კონკურსის, ”A’Design Award and
Competition” გამარჯვებულია - ნომინაციაში "საოფისე და კორპორატიული სივრცისთვის შექმნილი მოწყობილობის
დიზაინი".